
სიახლეები
,,იულიუს მაინლის" საფირმო მაღაზია-შოურუმი უკვე ბათუმშია!
07
აპრილი
2022
იულიუს მაინლი უკვე 11 წელია ქართველ მომხმარებლებს ყველაზე გემრიელი ცხელი თუ ცივი სასმელებით ანებივრებს. ჩვენს პრემიუმ ყავასა და ჩაის შეხვდებით თითქმის ყველა მაღალი კლასის სასტუმროში, რესტორანში, ბარსა თუ სხვა დაწესებულებაში, ჯამში 500-ზე მეტ ლოკაციაზე, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი აგემოვნებს.
სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მოთხოვნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, გავხსენით მეორე საფირმო მაღაზია, ამჯერად ბათუმში, ლუკა ასათიანის 19/1ა-ში, სადაც შეძლებთ ვენური ტრადიციებით გაჯერებული, გემრიელი ფინჯანი ყავის, ჩაისა და ცხელი შოკოლადის დაგემოვნებას და ასევე სასურველი პროდუქციის ადგილზე შეძენას სახლში მოხმარებისათვის.


