Julius Mein
Leaf

სიახლეები

პროექტი #გააზიარეთავგადასავალი

31 იანვარი 2022

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ,,იულიუს მაინლმა“  პროექტი #გააზიარეთავგადასავალი დაიწყო, შოურუმში საბავშვო საქველმოქმედო ბიბლიოთეკა მოაწყო და შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვების ორგანიზება უზრუნველყო.

ერთი თვის მანძილზე, ადამიანები, რომლებიც მოდიოდნენ პეკინის 34-ში, წიგნების გასაზიარებლად, ფინჯანი ყავითა და ჩაით ვუმასპინძლდებოდით, სტუმრები კი ფინჯანი სასმლის თანხლებით, მათ მიერ გაჩუქებულ წიგნებს სამახსოვრო წარწერებს უკეთებდნენ, რათა მათი ემოციები ფურცელზე დაეტოვებინათ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავდნენ.

პროექტის ფარგლებში, შეგროვდა 50-მდე საინტერესო წიგნი როგორც ქართველი, ასევე - მსოფლიო კლასიკოსი მწერლების ავტორობით.

თუმცა, ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო ისე პატივსაცემი და პატრიოტი პიროვნების ჩართულობა იყო, როგორიც ლადო აფხაზავაა.

შეგახსენებთ, რომ ბატონი ლადო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და 2019 წლის ,,მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ფინალისტია.

30 იანვარს, იულიუს მაინლის წარმომადგენლობა, ბატონ ლადოსთან ერთად, ეწვია შინდისის საბავშვო ბიბლიოთეკას, სადაც ამ დაწესებულების დამფუძნებელმა, ქალბატონმა სუზი ბერიძემ გვიმასპიძლა ბიბლიოთეკის ყველაზე აქტიურ მკითხველ მოზარდებთან ერთად.

ბიბლიოთეკას გადაეცა ,,იულიუს მაინლის“ სტუმრების მიერ ნასახსოვრები წიგნების კრებული, ხოლო ლადო აფხაზავამ დამსწრეებისათვის მრავლისმომცველი, საინერესო და სახალისო წორქშოპი ჩაატარა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა წიგნის მოყვარულ მოზარდებზე და მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, რომ განათლების მიღება პრიორიტეტად აქციონ, რათა საზოგადოებისათვის სასარგებლო და ღირებული საქმე აკეთონ სამომავლოდ.

,,იულიუს მაინლის" სახელით უღრმესი მადლობა ყველა შემოწირული წიგნის მეპატრონეს, შინდისის 17 გმირის საბავშვო ბიბლიოთეკის დაფუძნებელ სუზი ბერიძეს და ბატონ ლადო აფხაზავას, რომელმაც ამ დღესასწაულს ჯადოსნური ელფერი შესძინა.

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !