
სიახლეები
გახდი Meinl Card-ის მფლობელი!
,,იულიუს მაინლი საქართველოში" ბაზარზე უკვე 11 წელია არსებობს და ქართველ ყავისა და ჩაის გურმანებს, ევროპული სტანდარტების შესაბამის, პრემიუმ ასორტიმენტსა და მომსახურებას სთავაზობს.
გარდა იმისა, რომ ჩვენი ბრენდის ყავა, 500-ზე მეტ ტოპ ობიექტზეა წარმოდგენილი, ასევე გვაქვს ოფიციალური შოურუმი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, პეკინის გამზ. 37, სადაც მუდმივად მიმდინარეობს სასაჩუქრე, ფასდაკლებისა და სხვადასხვა ტიპის აქცია თუ გათამაშება, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რადგან აქ თქვენ შეძლებთ, გახდეთ Meinl Card-ის მფლობელი.
რატომ უნდა გახდეთ მეინლქარდელი?
მას შემდეგ, რაც გახსნით Meinl Card-ს (რომელიც სრულიად უფასოა!), ჩვენს შოურუმში თქვენ მიერ შეძენილი პროდუქციის სრული ღირებულების 5% დაგერიცხებათ თქვენს კუთვნილ ბარათზე. (მაგ. თუ შეიძენთ 399 ₾ ღირებულების კაფსულის აპარატს, თქვენ დაგიგროვდებათ 20₾ ბარათზე, რომელსაც გადაცვლით, პირობითად, კაფსულებში ან სხვა სასურველ პროდუქტში).
თუ ხარ ჩვენი შურუმის ერთგული სტუმარი, აუცილებლად გახდი მეინლქარდელი და არ გაუშვა დასაჩუქრების შანსი, ხოლო თუ ჯერ არ ხარ ჩვენი აქტიური მომხმარებელი, ახლა საუკეთესო დროა, რომ ჩვენი ყავისა და ჩაის გურმანთა მრავალრიცხოვან გუნდს შემოუერთდე!



