
სიახლეები
,,იულიუს მაინლი’’ მომხმარებლებს 100%-ით ბიოდეგრადირებად კაფსულებს სთავაზობს!
02
მაისი
2020
ყავისა და ჩაის ავსტრიული კომპანია ,,იულიუს მაინლი’’ მომხმარებლებს ბიოდეგრადირებად კაფსულებს სთავაზობს.
ახალი კაფსულები იმით არის განსაკუთრებული, რომ არ შეიცავს პლასტმასს, ალუმინს და არის 100%-ით ბიოდეგრადირებადი.
ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანებისა თუ კომპანიების ქცევის წესის შეცვლას ეკოლოგიაზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
სწორედ ამიტომ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად დანერგოს ეკო-მეგობრული კაფსულები ქართულ ბაზარზე და ამით გარემოზე ზრუნვაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
ამ ინოვაციური პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Julius Meinl-ის შოურუმში, რომელიც მდებარეობს პეკინის 34 ნომერში ან ვებ-გვერდზე: www.meinl.ge



