
სიახლეები
გააზიარე პოზიტივი და #გადაიხადელექსით
ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ყოველდღიურად ვეცნობით უამრავ არასასიამოვნო ინფორმაციას, რაც ჩვენს განწყობასა და იმუნიტეტზე (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) უარყოფითად აისახება.
ამიტომ გადავწყვიტეთ, მეტი პოზიტივი შევიტანოთ სოციალურ მედიაში და ერთმანეთი დადებითი ემოციებით დავმუხტოთ/გავამხნევოთ. იქედან გამომდინარე, რომ შემოქმედებითობა არის საუკეთესო თერაპია სტრესის დროს და ამავდროულად 21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება, გადავწყვიტეთ, გავმართოთ პოეზიის მარათონი, რომელში მონაწილეობისთვისაც საჭიროა, მხოლოდ გააზიაროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე არსებული პოსტი და აღწერაში თქვენი გრძნობები სტროფებად გადმოიტანოთ/დაწეროთ ლექსი (ნებისმიერ თემატიკაზე, მთავარია, იყოს პოზიტიური).
ყველა პოზიტივის გამზიარებელს ,მადლობის ნიშნად, გადავცემთ ონლაინ ვაუჩერს, რომლის საშუალებითაც ჩვენს შოურუმში მიიღებს უფასო ფინჯან ყავასა თუ ჩაის სასურველ დროს, სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, რომელიც გვჯერა, რომ მალე მოხდება.
ლექსი, რომელიც ყველაზე მეტი ადამიანის გულს გაათბობს და ჩვენი ჟიურის მოწონებას დაიმსახურებს, დავასაჩუქრებთ JULIUS MEINL-ის საუკეთესო პროდუქციის ნაკრებით.
Facebook პოსტის ლინკი : https://bit.ly/3b6h3JG
#გადაიხადელექსით
#გააზიარეპოზიტივი
#პოეზიისმარათონი



