Julius Mein
Leaf

სიახლეები

ცვლილებები 21 მარტის ღონისძიებაში ,,გადაიხადე ლექსით"

18 მარტი 2020

,,იულიუს მაინლი“ გრანდიოზულ შემოქმედებით აქციას ,, გადაიხადე ლექსით“ 2016 წლის შემდეგ ატარებს საქართველოში. ამ წლების განმავლობაში ღონისძიებაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, დააგემოვნა ,,იულიუს მაინლის’’ პოეტური შთაგონების მომტანი ყავა თუ ჩაი და ემოციები სტროფებად გადმოიტანა ფურცლებზე.

არსებული ღონისძიება იგეგმებოდა 2020 წლის 21 მარტსაც, რომელიც უნდა ყოფილიყო ყველაზე მასშტაბური, სახალისო და საქველმოქმედო შინაარსის მატარებელი, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო იძულებულნი ვართ, ღონისძიების მასშტაბურობაზე უარი ვთქვათ, რათა ხალხმრავლობით გამოწვეული რისკები თავიდან ავარიდოთ საზოგადოებას.

ჩვენს პარტნიორ ობიექტებზე ღონისძიების გამართვის ნაცვლად გადავწყვიტეთ, ,,გადაიხადე ლექსით“ ჩავატაროთ ონლაინ რეჟიმში.

 მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ სტრესულ გარემოში, სადაც უამრავი უსიამოვნო ინფორმაციის მიმოცვლა ხდება სოციალურ მედიაში, ერთიანი ძალებით, ჩვენი და თქვენი ჩართულობით, შეძლებისდაგვარად გავაფერადოთ არსებული რეალობა და ერთმანეთი დადებითად დავმუხტოთ.

კამპანიის შესახებ დავაანონსებთ უახლოეს პერიოდში და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი ჩვენგანი შეიტანს წვლილს სიტუაციის გაუმჯობესებაში.

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !