Julius Mein
Leaf

სიახლეები

ყავის ვენური მირთმევის ტრადიცია

12 მარტი 2020

2020 წლის მარტიდან ,,იულიუს მაინლის" შოურუმში მოსულ სტუმრებს სასიამოვნო სიახლე დაგხვდებათ. ამიერიდან ყავის მოყვარულები შეძლებთ, დააგემოვნოთ ნამდვილი ვენური რეცეპტით მომზადებული სხვადასხვა სახეობის ყავა.

 ვენური მირთმევის ტრადიციას ავსტრიაში ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიხედვითაც კაფეებში სტუმრებთან მიჰქონდათ ყავა და წყლით სავსე ჭიქა ლანგრით.

მათი კომბინირებულად მირთმევა ყავის ყოველ ყლუპს არომატულ და მრავალფეროვან გემოს უნარჩუნებდა, რადგან წყალს გემოს რეცეპტორების აღდგენის ფუნქცია აქვს.

,,იულიუს მაინლი“ არის პირველი კომპანია, რომელმაც ნამდვილი ვენური მირთმევის ტრადიცია დანერგა საქართველოში.

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !