Julius Mein
Leaf

სიახლეები

გახდი ჩვენი პარტნიორი !

07 ოქტომბერი 2019

გახდი ჩვენი პარტნიორი !

2010 წლიდან  დღემდე, ჩვენ უკვე 500 ზე მეტი  წამყვანი პარტნიორი კომპანია გვყავს, რომლებმაც  კარგად იციან ჩვენი უპირატესობები.

,,ვენური ყავის სახლის კულტურა 1862 წლიდან ‘’!  - სწორედ ეს  გახლავთ ჩვენი მთავარი უპირატესობა , რის გამოც  ჩვენი პარტნიორები ირჩევენ იულიუს მაინლს.

თუ თქვენც ფიქრობთ, რომ თქვენი ბიზნესისთვის სიხლეები აუცილებელია და კარგად აისახება  მომსახურების სფეროზე , ჩვენ  გთავაზობთ :   

    ყავის ვენური მირთევას -  ეს  არის კულტურა, რომელიც გამოგვარჩევს სხვა სტანდარტული ყავის გემოსა და მირთმევის წესებისგან.  

და მაინც რა არის ვენური ყავის კულტურა ? გავრცელებული ინფორმაციის მიხევით, საუკუნეების წინ,  რამდენიმე ასეული ტომარა ნედლი მარცვალი თურქების წარუმატებელი თავდასხმისა და  შემდეგ უკან დახევის შედეგად აღმოჩნდა ავსტრიაში. თურქებთან ტყვედ ჩავარდნილმა ოფიცერმა კულჩინსკიმ იცოდა ამ აღმოჩენის ფასი. დღეს ამ ადამიანს იხსენიებენ, როგორც პიროვნებას, რომელმაც ევროპას ასწავლა ყავის გემო. მან გახსნა პირველი ყავის სახლი და მოიფიქრა  ყავისთვის რძისა და შაქრის დამატება.

ვენური ყავის სახლები - ეს ამ ქალაქის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ყავის ტრადიციული ვენური მირთმევა გახლავთ ლანგრით და ჭიქა წყლით. 300 წლის წინ ვენაში არ იყო შესაძლებლობა ყავის წვრილად დაფქვის. ფინჯანი ყავის მირთმევის შემდეგ გაჩნდა აუცილებლობა პირში გემოს რეცეპტორები აღედგინათ. აქედან გამომდინარე წყალი გახდა აუცილებელი ატრიბუტი ყავასთან მისაყოლებლად.

მეორე ფაქტორი , რის გამოც ბაზარზე გამოვირჩევით ეს გახლავთ  სწრაფი და კომფორტულ სერვი: 

  •  

    საუკეთესო ხარისხის ყავა თითოეულ ფინჯანში ! - ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამისათვის, ჩვენ ყოველდღიურად და რეგულარულად ვახორციელებთ ხარისხის კონტროლს თითოეულ ჩვენს ობიექტეზე. ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი უზრუნველყოფს ყველა იმ ფაქტორის აღმოფხვრას, რომელიც გავლენას ახდენს ყავის ხარისხზე: ჰიგიენური ნორმების დაცვა;  ყავის შენახვის პირობები;  საფქვავის პარამეტრები, სწორი დაფქვისთვის ; ყავის დოზირება;  წყლის ხარისხი ; 

    ეს ის მცირე ჩამონათვალია , რომელზეც ჩვენი გუნდი რეგულარულად მუშაობს. 

    სწორედ ამიტომ, გამოირჩევა ჩვენი ყავა სასიამოვნო გემოთი - სიმჟავის, სიმწარისა და სიტკბოს იდეალური ბალანსით. კრემა კი ოქროსფერ-მოყავისფრო, მოწითალო-მოყავისფრო ფერით. 

    ჩვენთვის კი  მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ჩვენს ყავას ამზადებენ ნამდვილი პროფესიონალები

  • ჩვენი ადგილობრივი დისტრიბუცია უზრუნველყოფს ობიექტის თანამედროვე ტექნიკითა და ყავის მარცვლებით მომარაგებას. , 

გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეულ და გამართულ ტექნიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ყავის მომზადების  პროცესში. მხოლოდ  ჩვენთან წარმოდგენილია  ყავის ტექნიკის ყველაზე ფართო არჩევანი,  წარმოვადგენთ არაერთ ცნობილი ბრენდის ექსკლუზიურ დისტრიბუტორებს  საქართველოში.
 
ქოლ - ცენტრის საშუალებით ვახდენთ სწრაფ რეაგირებას პრობლემებზე, ტექნიკური  დეპარტამენტი, რომელიც მუდმივად მზადყფნაშია.

ჩვენთან  თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც კი საჭიროა ხარისხიანი ცხელი სასმლების დასამზადებლად!

ჩვენს 500 მდე ბიზნეს პარტნიორს, მთელი საქართველოს მასშტაბით  აქვთ გარანტია,  სტაბილურად მაღალი ხარისხის.  

ჩვენი მზად ვართ ვითანამშრომლოთ ისეთ კომპანიებთან , რომლებისც ეძებენ სიახლეს, სტაბილურობასა და უმაღლეს ხარისხს.

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !