Julius Mein
Leaf

სიახლეები

1 ოქტომბერი - ყავის საერთაშორისო დღე

26 სექტემბერი 2019

ძველი ეთიოპიიდან  - დღემდე...  ყავა  ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.  და  აი,  შემოდგომის   ერთ მშვენიერ  დღეს,   თანამედროვე  სამყარო   ყავის  საერთაშორისო  დღეს  აღნიშნავს. !

   Julius Meinl-ი და the bridge hostel- ი წარმოგიდგენთ !

ყავის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნიილ აქციას    სახელწოდებით: ,,გულიდან წამოსული სიტყვები ფინჯან ყავასთან ერთად“ 

1 ოქტომბერს Julius Meinl-ის წარმომადგენლობამ საქართველოში,  გადაწყვიტა ამ  დღის ორიგინალურად აღვნიშვნა.

ჩვენი მიზანია,  ერთი დღით, მოგწყვიტოთ ონლაინ კომუნიკაციებს და  დაგაბრუნოთ ცოცხალი ურთიერთობების სამყაროში .

თანამედროვე  ადამიანი, მართლაც   მოსწყდა კალამს,  ჩვენი სათქმელი ერთმანეთისთვის რაღაცნაირად  დამოკლდა,  გაცვთა და გაცივდა . ურთიერთობები ლაიქებად და სმაილიკებად გადაიქცა ,  მაგრამ ადამიანი ხომ გაცილებით უფრო მეტია, მეტს იტევს და მეტს იმსახურებს.

ვისგან მიიღეთ ბოლოს წერილი? ან გაქვთ თუ არა რაიმე ხელნაწერი, რომელსაც დღემდე სათუთად ინახავთ ? არ  არსებობს  ოჯახი,  სადაც  წმინდა    რელიქვიასავით  არ  ინახება,  თუნდაც ერთი  ხელნაწერი,  ხელნაწერი,  რომელსაც  ჩვენი  საყვარელი  ადამიანის  სურნელი  აქვს...   

აი ასე,  წერდნენ  ჩვენი  წინაპრები  და  დებდნენ  სულს  და გულს სტრიქონებში...

გადავწყვიტეთ, ამ დღეს დაგაბრუნოთ ცოცხალი კომუნიკაციის სამყაროში,  სამყაროში სადაც ცარიელი  ფურცელი წერის სურვილს აღძრავს  და ადამიანებიც უფრო მეტად ენდობიან ერთმანეთს.

თუ გაქვს სათქმელი, ან გსურდა გეთქვა და ვერ უთხარი,  ან უბრალოდ ხართ რომანტიკული?  გქონდა იმედი, რომ თავად მიხვდებოდა...   თვლი რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან...  ან თუ ფიქრობ, რომ ორ სიტყვიანი მშრალი მესიჯები და ინტერნეტ ჰოლოგრამები ვერ გამოხატავს შენს პიროვნებას მოდი 1 ოქტომბერს the bridge hostel -ში  მოითხოვე JULIUS MEINL-ის ყავა და მისწერე წერილი შერჩეულ ადრესატს.

მიეცი გრძნობებს გამოხატვის უფლება და მიანდე ბედი თეთრ ფურცელს.

შენ მიერ გადახდილი 1 ფინჯანი ყავის საფასურით დაპატიჟე ადრესატი წერილის წასაღებად .

 

 

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !