Julius Mein
Leaf

სიახლეები

9 წელი თქვენს სამსახურში !

04 სექტემბერი 2019

21 საუკუნეში ყავა თანამედროვე ადამიანის ცხოვრების  განუყოფელი ნაწილი  გახდა.  ყავის ისტორია მე -10 საუკუნის დასაწყისში დაიწყო ეთიოპიაში, თუმცა მოგვიანებით ევროპასა და შემდეგ უკვე მთელს კონტიგენტზე გახდა პოპულარული.

ასეთი ცხოვრების რითმს, არც საქართველო ჩამორჩა და აი დღეს უკვე ყავა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

   

 ვენური საოჯახო კომპანია იულიუს მაინლი, უკვე საუკუნეზე მეტია   ეწევა ყავის მოხალვასა  და ჩაის მოწოდებას მსოფლიოს წამყვანი პლანტაციებიდან და ამ ხნის განმავლობაში,  მუდმივად ინარჩუნებს საკუთარი პროდუქციიის პრემიალურ ხარისხს.

  იულიუს მაინლი - პროფესიონალი კონსულტანტია ყავისა და ჩაის სამყაროში!

 

2010 წელს საქართველოში  პირველად გაიხსნა იულიუს მაინლის ოფიციალური წარმომადგენლობა. - "იულიუს მაინლი საქართველოში’’ . ჩვენი ადგილობრივი გუნდი  უკვე 9 წლის განმავლობაში ზრუნავს , რომ საქართველოს, ყავის ინდუსტრიაში,  პრემიუმ კლასის ყავა შესთავაზოს.

ამ 9 წლის განმავლობაში ჩვენი მომხმარებლის  რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და დღეს უკვე 500 მდე მნიშვნელოვანი  ბიზნეს პარტნიორი გვყავს.

თავდაპირველად მხოლოდ რესტორნების ქსელში თუ შევხვდებოდით  იულიუს მაინლის პროდუქციას, შემდეგ  იყო  პარატ -პატარა კაფეები, სასტუმოები, ოფისები,  ჯერ იყო მხოლოდ თბილისი, შემდეგ რუსთავი, მცხეთა , ქუთაისი და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ავითვისეთ საქართველოს ყველა კუთხე.

ძალიან მალევე გაჩნდა მოთხოვნა გახსნილიყო იულიუს მაინლის კაფე-ბუტიკი, რომელიც ყველა სტუმარს საშუალებას მისცემდა შეძენასთან ერთად ,   ადგილზე დაეგემოვნებინათ პროდუქციის სრული ასორტიმენტი, მიეღოთ პროფესიონალური რჩევები, გაეარათ კონსულტაციები,  გადაემზადათ ბარისტები და ა.შ.

და აი დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ იულიუს მაინლი - გახლავთ გარანტია სტაბილურად მაღალი ხარისხისა.

 

footerBkg

პაროლის აღდგენა

ახალი პაროლი

პაროლის აღდგენის ლინკი გამოგზავნილია თქვენს იმეილზე !